„მანჩესტერ იუნაიტედმა“ აშშ-ში პირველი მატჩი ჩაატარა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ აშშ-ში პირველი მატჩი ჩაატარა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2018-2019 წლების სეზონისთვის მზადების ციკლში, პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ გლენდეილში მექსიკის „ამერიკას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა  ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში მექსიკურმა კლუბმა ენრი მარტინის გოლით გახსნამ რაც „მანჩესტერმა“ მე-80 წუთზე გაათანაბრა – თავი  ხუან მატამ გამოიჩინა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გრანტი (პერეირა, 46), ვალენსია (ფოსუ-მენსა, 46), ბეილი, სმოლინგი, შოუ (გრინვუდი, 75), ერერა, მაკტომინეი (ტუანზებე, 86), პერეირა, მატა (გომესი, 86), მიტჩელი (დარმიანი, 60), მარსიალი (ჩონგი, 60). ინგლისური კლუბის შემადგენლობაში არ იყო ის 12 ფეხბურთელი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს, აგრეთვე, ალექსის სანჩესი, რომელსაც აშშ-ის ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამერიკული ტურნე 21 დღე გაგრძელდება და გუნდი 5 მატჩს ჩაატარებს.