მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი ჯონ ოში კარიერას ასრულებს

18:13, 30.04.2019

წარსულში მანჩესტერ იუნაიტედისა და ირლანდიის ნაკრების, ახლა კი ინგლისური რიდინგის მცველი ჯონ ოში სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას გეგმავს.

ოშიმ, რომელიც 30 აპრილს 38 წლის გახდა, მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგა, ასევე ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ორი ლიგის თასი.

მანჩესტერიდან ის 2011 წელს სანდერლენდში წავიდა, სადაც შვიდი წელი გაატარა. 2017 წელს გუნდი პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითდა, 2018 წელს კი ოშიმ კიდევ ერთხელ შეიცვალა გუნდი და რიდინგში გადავიდა, სადაც ახლა კარიერის დასრულებას აპირებს.

მსგავსი