„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთლთა ნაწილი კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობით უკმაყოფილოა #1TVSPORT

16:10, 14.10.2026

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელების ნაწილი კლუბის ხელმძღვანელობის მიერ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაწეული მუშაობით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

ჯეიკობსის ცნობით, ლისანდრო მარტინესი ერთადერთი ფეხბურთელი არ არის, რომელსაც კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. არგენტინელი მცველის უკმაყოფილებას გასახდელში რამდენიმე თანაგუნდელიც იზიარებს.

როგორც ირკვევა, მარტინესის კრიტიკული განცხადებები მხოლოდ მატჩის შემდეგ ემოციურ ფონზე არ გაკეთებულა. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ზაფხულში შემადგენლობის გასაძლიერებლად საკმარისი არ გააკეთა და ეს მოსაზრება გუნდში სხვა მოთამაშეებსაც აქვთ.

მარტინესმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 0:2 მარცხის შემდეგ გააკრიტიკა. არგენტინელმა განსაკუთრებით კლუბის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის, ჯეისონ უილკოქსის მუშაობით გამოთქვა უკმაყოფილება.

ამ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, დააჯარიმებს თუ არა მარტინესს საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო.

მსგავსი