„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები მოურინიოს წასვლაზე ფსონებს დებდნენ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები მოურინიოს წასვლაზე ფსონებს დებდნენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ალექსის სანჩესმა, თავის არგენტინელ თანაგუნდელს, მარკოს როხოს 20 ათასი ფუნტი მოუგო. ფეხბურთელები დანაძლევდნენ ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლებაზე, – ამის შესახებ გაზეთი The Sun წერს.

პორტუგალიელის გაშვების შემდეგ, სანჩესმა Whatsapp-ის მესენჯერში როხოს ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: „ხომ გეუბნებოდი! მთავარი მოთმინება იყო. როხო, შენ ჩემი 20 ათასი გმართებს“. ეს წერილი მოურინიოს განთავისუფლებიდან ორი საათის შემდეგ გაიგზავნა.

სანჩესი, ამჟამად, ჩილეში იმყოფება და იქ ტრავმას მკურნალობს. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობისთვის უკვე ცნობილია ძირითადი გუნდის ორი მოთამაშის სანაძლეოს შესახებ. ვარაუდობენ, რომ მათ კლუბისგან სერიოზული სანქციები ელოდებათ.

ის 20 ათასი, რომელიც სანჩესმა როხოს მოუგო, ჩილელი ფეხბურთელის ყოველდღიური ხელფასის დაახლოებით მესამედია. ალექსისი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მაგრამ იანვარში „არსენალიდან“ „იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ, მან 30 მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა.