„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებმა კლუბის მფლობელების წინააღმდეგ დიდი აქცია დაგეგმეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებმა კლუბის მფლობელების წინააღმდეგ დიდი აქცია დაგეგმეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები პირველ თებერვალს, პრემიერლიგის 25-ე ტურში „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩის დროს, „ოლდ ტრაფორდის“ მასობრივად დატოვებას გეგმავენ. ამით ფანები აპირებენ პროტესტის გამოხატვას კლუბის მფლობელების მიმართ.

„იუნაიტედის“ გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი არიან კლუბის მფლობელების, გლეიზერების ოჯახისა და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ედ ვუდვორდის მუშაობით. ამ უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია შუა კვირას, „ბარნლისთან“ საშინაო წაგების (0:2) შემდეგ. გულშემატკივრებმა მატჩის დამთავრებამდე დაიწყეს ტრიბუნების დატოვება, მაგრამ უფრო მასშტაბური აქცი იგეგმება „ვულვერჰემპტონთან” მატჩის დროს.

„მანჩესტერის“ ფანების საშინაო სტადიონიდან მასიური წასვლა ჩაფიქრებულია მატჩის 58-ე წუთზე. ეს რიცხვი შემთხვევით არ აურჩევიათ: 1958 წლის თებერვალში, მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული გუნდის წევრები დაიღუპნენ.

„იუნაიტედი“ პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა.