„მანჩესტერ იუნაიტედი“ პაუ ტორესს მოელაპარაკა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პაუ ტორესს მოელაპარაკა

„ვილიარეალის“ მცველმა პაუ ტორესმა მოლაპარაკებები გამართა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე. 23 წლის ესპანელი ახლოს არის იმასთან, რომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადოს.

ესპანური პრესის მონაცემებით, „ვილიარეალი“ ხელს არ შეუშლის ტორესს და ემზადება მსხვილი თანხის მისაღებად. ესპანელი ფეხბურთელი 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

პაუს კონტრაქტი „ვილიარეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. მან ამ სეზონში ლა ლიგაში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.