„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიგას დაემშვიდობა, კრიშტიანო რონალდოს 90 წუთში 0 დარტყმა ჰქონდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიგას დაემშვიდობა, კრიშტიანო რონალდოს 90 წუთში 0 დარტყმა ჰქონდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კრიშტიანო რონალდო კარიერაში მესამე მატჩი ჩაატარა, რომელშიც არც ერთი დარტყმა არ შეუსრულებია.

* რონალდო პირველად გავარდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ატლეტიკოსთან“.

* მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, რონალდო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ გასულა – ერთხელ გავარდა მეოთხედფინალში და ორჯერ – მერვედფინალში.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო 11 წელიწადში მხოლოდ ორჯერ მოიგო პლეი ოფის რაუნდი.

* „ატლეტიკო“ მეექვსე ესპანური გუნდი გახდა „რეალის“, „დეპორტივოს“, „ბილბაოს“, „სევილიასა“ და „ბარსელონას“ შემდეგ, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვება შეძლო.

* „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ სეზონში მესამე სათასო ტურნირიდან გავარდა და სამივეჯერ ეს „ოლდ ტრაფორდზე“ მოხდა.

* კრიშტიანო რონალდომ (15952 წუთი) იკერ კასილიასის (15908) რეკორდი გააუმჯობესა ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები წუთების რაოდენობით. კასილიასს ლიგაზე 177 მატჩი აქვს ჩატარებული, რონალდოს – 183.

 

მანჩესტერ იუნ-ატლეტიკო 0:1 (1:1)

გოლი: 0:1 რენან ლოდი (41)

იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა – დალოტი, ვარანი, მაგუაირი (84. მატა), ტელიესი – მაკტომინი (67. მატიჩი), ფრედი (75. კავანი) – სანჩო, ბრუნო ფერნანდეში (67. პოგბა), ელანგა (67. რაშფორდი) – რონალდო.

ატლეტიკო (5-3-2): ობლაკი – ლორენტე, ხიმენესი, სავიჩი, მანდავა, რენან ლოდი – დე პაული, ერერა, კოკე (80. კონდოგბია) – ჟოაო ფელიქსი (90. ფელიპე), გრიზმანი (90+3. ანხელ კორეა).