„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროტურნირებს დაემშვიდობა – ჩემპიონთა ლიგა, VI ტური, A ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* კინგსლი კომანმა (ბაიერნი) ოქტომბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
* მანუელ ნოიერმა (ბაიერნი) საკლუბო დონეზე მე-700 მატჩი ჩაატარა. მან 318 მატჩში შეინახა „მშრალად“ კარი.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჯგუფურ ეტაპზე 15 გოლი გაუშვა – ყველაზე მეტი ისტორიაში ინგლისურ კლუბებს შორის.
* „მანჩესტერმა“ამ სეზონში 14 საშინაო მატჩიდან 7 წააგო.
* „ბაიერნი“ ზედიზედ 40 მატჩია, არ აგებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ეს სერია 2017 წლიდან იღებს სათავეს.
* „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეცხრე გასვლითი მატჩი მოიგო.
* „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც ორჯერ დაიკავა ჯგუფში მეოთხე ადგილი (პირველად 2005-06 წლების სეზონში).
მანჩესტერ იუნ-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 კომანი (71)
კოპენჰაგენი-გალათასარაი 1:0
გოლი: 1:0 ლერაგერი (58)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ბაიერნი | 6 | 5 | 1 | 0 | 12-6 | 16 |
| 2. კოპენჰაგენი | 6 | 2 | 2 | 2 | 8-8 | 8 |
| 3. გალათასარაი | 6 | 1 | 2 | 3 | 10-13 | 5 |
| 4. მანჩესტერ იუნ | 6 | 1 | 1 | 4 | 12-15 | 4 |