მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა გიორგი ვაშაძეს ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცეს
მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა გიორგი ვაშაძეს ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცეს

პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ, მანანა გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცეს.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები გიორგი ვაშაძეს მოუწოდებდნენ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ტერიტორია,  რადგან „მისი ადგილი იქ არ იყო“.

გიორგი ვაშაძე მთაწმინდაზე 26 მაისთან დაკავშირებით იმყოფებოდა.