MAN-ის მარკის ავტობუსები უფასო უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება
MAN-ის მარკის ავტობუსები უფასო უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება

მიმდინარე წლის ბოლოდან, თბილისში, MAN-ის მარკის ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება მხოლოდ ავტოპარკის განახლებასა და ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებას არ გულისხმობს.

„განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა და ვფიქრობთ, წლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება, MAN-ის მარკის ავტობუსებში დამონტაჟდეს უკაბელო ინტერნეტი, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, თბილისის მერის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად შეიცვალა ავტოპარკი.

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.