იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ჟურნალისტებთან საუბრისას მილანის „ინტერში“ თამაშისას მარიო ბალოტელისთან ჩხუბი გაიხსენა.
ინციდენტი 2010 წელს „ინტერსა“ და „ბარსელონას“ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მოხდა, როცა მინდვრიდან გასვლისას ბალოტელიმ მაისური გაზონზე დააგდო.
„მე მას დავარტყი, ეს მართალია. მე მიყვარს მარიო, მაგრამ მან მართლაც დაიმსახურა ეს იმ საღამოს. ახლა ჩვენ ისევ მეგობრები ვართ, პრაქტიკულად ძმები, მაგრამ მან ისეთი რამ გააკეთა იმ დღეს, რაც არ უნდა გაეკეთებინა“, – თქვა მატერაციმ.
„საფინალო სასტვენის შემდეგ მაისურის მინდორზე დაგდება არ ყოფილა ყველაზე ცუდი. თამაშამდე ავტობუსში მან გვითხრა, რომ ცუდად ითამაშებდა. ამიტომაც დავპირდი, რომ ინანებდა, თუ ამას გააკეთებდა. როცა მინდორზე გავიდა, ცენტრიდან კარში დაარტყა იმის ნაცვლად, რომ პასი გაეკეთებინა. დიეგო მილიტოს მისი მოკვლა უნდოდა“.
მარკო მატერაციმ საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა.