ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „სან ანტონიო სპურსმა“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 110:111 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა შეზღუდული დრო მიიღო, მან მოედანზე 7 წუთი გაატარა და მხოლოდ 1 მოხსნა მიითვალა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 2 სამქულიანის ჩაგდება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, ფრანგმა გუნდს 24 ქულა, 16 მოხსნა და 7 დაფარება შესძინა, ხოლო „იუტას“ ლიდერად კოლინ სექსტონი მოევლინა, მის ანგარიშზე 23 ქულაა.
10 შეხვედრის შემდეგ „სან ანტონიოს“ 4 მოგება და 6 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.