მამუკელაშვილის მორიგი ორმაგი დუბლი G ლიგაში - „ჰერდი“ ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
„მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდმა, „ვისკონსინ ჰერდმა“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კეპიტალ სიტისთან“ და ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა 131-100.
სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში კვლავ ითამაშა, ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის ანგარიშზე 17 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარებაა. მან ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთხელაც დაჯარიმდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი 3-დან 1 ბურთი ჩააგდო.
ამ მარცხის შემდეგ „ვისკონსინ ჰერდს“ 8 მოგება და 19 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.
„ჰერდი“ შემდეგ მატჩს 24 მარტს „რეპტორს 905“-თან გამართავს.