მამუკელაშვილის მორიგი ორმაგი დუბლი G ლიგაში – „ჰერდი“ ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

14:06, 21.03.2022

„მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდმა, „ვისკონსინ ჰერდმა“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კეპიტალ სიტისთან“ და ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა 131-100.

სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში კვლავ ითამაშა, ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის ანგარიშზე 17 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარებაა. მან ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთხელაც დაჯარიმდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი 3-დან 1 ბურთი ჩააგდო.

https://twitter.com/WisconsinHerd/status/1505659696887197696

ამ მარცხის შემდეგ „ვისკონსინ ჰერდს“ 8 მოგება და 19 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

„ჰერდი“ შემდეგ მატჩს 24 მარტს „რეპტორს 905“-თან გამართავს.

მსგავსი