მამუკელაშვილის 6 ქულა და 7 მოხსნა - „სან ანტონიო“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მამუკელაშვილის 6 ქულა და 7 მოხსნა - „სან ანტონიო“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

დენვერ ნაგეტსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „სან ანტონიო სპურსიNBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ ესტუმრა და 90-102 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და 16:38 წუთში 6 ქულის, 7 მოხსნისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო – 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა პერიმტერიდანაც სცადა ქულების მოპოვება, 3-ჯერ ისროლა სამქულიანი, მაგრამ უშედეგოდ. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი „ოკლაჰომამ“ 10 ქულის სხვაობით მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდმა დიდ შესვენებამდე ეს ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაინც დამარცხდა. 23 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ზაკ კოლინსი იყო, გამარჯვებული გუნდის მხრიდან კი 21 ქულით ჯეილენ უილიამსი გამოირჩა.

შემდეგ შეხვედრას „სან ანტონიო“ 15 მარტს „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავს, სადაც, შესაძლოა, ქართული დაპირისპირება ვიხილოთ.