მამუკელაშვილის 5 ქულა 8 წუთში - „ბაქსმა“ ორი მარცხის შემდეგ „კავალიერსს“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის G ლიგაში ჩატარებული გამორჩეული შეხვედრის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში ითამაშა. ვისკონსინელებმა რეგულარული სეზონის მე-14 შეხვედრა გამართეს, სადაც „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლეს და 113-98 დაამარცხეს.
სანდრომ 7:34 წუთში 5 ქულა დააგროვა. მან 1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან 2-ჯერ ისროლა და არაზუსტად. რაც შეეხება პასივს, ის მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ +/- მაჩვენებელი მას +3 ჰქონდა.
მესამე მეოთხედამდე შეხვედრა თანაბრად მიდიოდა, ბოლო პერიოდის დაწყებამდე კი მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში, ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, გამარჯვება მოიპოვა.
„ბაქსს“ 29 ქულით ბრუკ ლოპესმა ულიდერა, 21 ქულა ჰქონდა ჯორდან ნვორას, იანის ანტეტოკუნმპო კი სამმაგ დუბლთან ახლოს იყო – მის ანგარიშზე 16 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასია. „კლივლენდის“ მხრიდან 23-23 ქულით საუკეთესოები იყვნენ დარიუს გარლენდი და დონოვან მიტჩელი.
„მილუოკი“ შემდეგ მატჩს 19 ნოემბერს „ფილადელფია სიქსერსის“ წინააღმდეგ გამართავს.