სანდრო მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა [ვიდეო] #1TVSPORT

რადგან „მილუოკი ბაქსში“ არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა, სანდრო მამუკელაშვილი გუნდის მწვრთნელმა NBA-ის G ლიგაში გაუშვა. „ვისკონსინ ჰერდის“ შემადგენლობაში ქართველმა ფორვარდმა „მოტორ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში დიდი დახმარება გაუწია – 137:112.

მამუკელაშვილმა თავი 18 ქულით, 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ვისკონსინ ჰერდი“ ცენტრალურ კონფერენციაში 3-3 მოგება-წაგებით მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება „მილუოკი ბაქსს“, გუნდი 10 მოგებითა და 3 მარცხით NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 17 ნოემბერს „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.