მამუკელაშვილი პოპოვიჩთან - ქართველი კალათბურთელი „სან ანტონიოში“ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „სან ანტონიო სპურსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას The Athletic-ის შემს შარანია ავრცელებს.
23 წლის კალათბურთელი ცოტა ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ გაუშვა, რის შემდეგაც მამუკელაშვილი გრეგ პოპოვიჩის გუნდმა აიყვანა, კონტრაქტის დეტალები კი, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „ბაქსმა“ 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია. სანდრომ ამ დროის განმავლობაში 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 3.2 ქულას, 2.1 მოხსნასა და 0.6 პასს 9.6 წუთში აკეთებდა.
„სპურსი“ 16 მოგებითა და 47 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.