მამუკელაშვილი „მილუოკიში“ დაბრუნდა, ბითაძემ 10 წუთი ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
10:16, 31.10.2021
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე სეზონში მეშვიდე მატჩი გამართა და მეექვსედ დამარცხდა. ამჯერად მისი მეტოქე „ტორონტო რეპტორსი“ იყო, რომელთანაც მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უკანასკნელ წამებზე უფრო ზუსტები კანადელები იყვნენ – 97:94.
მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა გოგას 10 წუთი არგუნა. ამ დროში ქართველმა სამი ორქულიანი ააცილა და მატჩი 2-2 მოხსნა-დაფარებითა და 1 პასით დაარსულა. მის გუნდში საუკეთესო მაჩვენებლები წინახაზელებს ჰქონდათ: დომანტას საბონისმა 22 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, მაილს ტერნერმა – 10 ქულა და 11 მოხსნა.
„პეისერსს“ უახლოესი მატჩი 2 ნოემბერს შინ „სან ანტონიოსთან“ ელის.
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და 93:102 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთი წუთი ითამაშა მამუკელაშვილმა. მართალია, ამ დროში მან ბევრი ვერაფერი მოასწრო, მაგრამ მისი მოედანზე გამოჩენის ფაქტია სასიამოვნო: მოგეხსენებათ, ის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა G ლიგის კლუბ „ვისკონსინ ჰერდში“ გაუშვა (მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის), თუმცა „სან ანტონიოსთან“ მატჩის წინ დასჭირდა და მალევე დააბრუნა.
მამუკელაშვილს კონტრაქტის მიხედვით NBA-ის ამ სეზონში „მილუოკიში“ მაქსიმუმ 50 მატჩის გამართვის უფლება აქვს. ამიტომ, ფარმ-კლუბშიც ხშირად ითამაშებს, თუმცა „სან ანტონიოსთან “ მატჩის მაგალითმაც დაგვანახა, რომ მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი მამუს „ვისკონსინ ჰერდში“ დიდხანს არ გააჩერებს.