მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა, ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება შეინარჩუნებს თავმოყვარეობას, ღირსებას და ორ ფეხზე მდგარი მყარად ივლის ევროპისკენ
მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა, ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება შეინარჩუნებს თავმოყვარეობას, ღირსებას და ორ ფეხზე მდგარი მყარად ივლის ევროპისკენ

რაც არ უნდა მოქმედებები იყოს, რაც არ უნდა ნარატივის დალაგების მცდელობა იყოს, ქალბატონო სალომე, თქვენ, სამწუხაროდ, არ შეასრულეთ ქართული საზოგადოების დაკვეთა და არ ხართ ობიექტური, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის წლიური მოხსენება მოისმინეს.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლიერება არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გაღრმავება.

„იცით, რამდენი გვაქვს ქალთა უფლებების მიმართულებით ნამუშევარი. ვის ახსოვდა 2012 წლამდე ქალის უფლებები ან რა უფლებებზე, ქალზე ან კაცზე იყო საუბარი, თუკი რაიმე შეიძლებოდა, ამ მიმართულებით ყველაფერი გავაკეთეთ, თუკი რაიმე პროგრამის მორგება შეიძლებოდა, ამ დონეზეც ჩავედით და მოვარგეთ ქალთა გაძლიერების კონცეფციას. თქვენ ისაუბრეთ დღეს ამ მიმართულებით, დავიჯერებდი გულწრფელობას, რომ გეხსენებინათ ერთი წინადადებით მაინც დღეს ან წინა დღეებში ის ქალი ჟურნალისტები, რომლებიც ერთ შემთხვევაში გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი და მეორე – ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მთავარი ერთი რამეა, რაც არ უნდა მოქმედებები იყოს, რაც არ უნდა ნარატივის დალაგების მცდელობა იყოს, ქალბატონო სალომე, თქვენ, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების დაკვეთა არ შეასრულეთ და არ ხართ ობიექტური, უკაცრავად, რომ ამაზე საუბრი მიწევს, მაგრამ თქვენ არ ხართ ობიექტური. „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გაძლეირება არ არის ობიექტურობა, ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გამაღრმაველებლი. საქართველო ყველაფერს გააკეთებს რთული გამოწვევის, რთული პერიოდის დროს და, სამწუხაროდ, ეს ფიზიკური გადარჩენის არჩევანია და ამ არჩევანს გააკეთებს, შეძლება, გადარჩეს და ღირსებით, ეროვნული იდნეტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამისთვის ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, შეინარჩუნებს თავმოყვარეობას, ღირსებას, ორ ფეხზე მდგარი მყარად ივლის ევროპისკენ და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მდინარაძემ.