მამუკა მდინარაძემ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - რაღას ნერვიულობთ, ხალხს რაღას ატყუებთ, კაცმა რომ გკითხოთ, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი
მამუკა მდინარაძემ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - რაღას ნერვიულობთ, ხალხს რაღას ატყუებთ, კაცმა რომ გკითხოთ, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი

თქვენ ახლა აღიარეთ, არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისთვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ნერვიულობს ოპოზიცია, თუ, მათივე მტკიცებით, რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება და კანონის შეცვლასაც შეძლებენ.

„ბატონო ლევან, ჩემი აზრით, თქვენ ახლა აღიარეთ, არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, არჩევნების შემდეგ გადადეთო კანონპროექტის განხილვა. ამავე ლოგიკით, მეც მოგიწოდებთ, რაღას ნერვიულობთ მაშინ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, ხუთ თვეში და ექვს თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.