მამუკა მდინარაძე - წინა ხელისუფლებამ მტკიცებულებებთან მიმართებაში არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგა, 2012 წლის შემდეგ გაწეულმა შრომამ კი მოიტანა ჰააგაში საქართველოს გამარჯვება
მამუკა მდინარაძე - წინა ხელისუფლებამ მტკიცებულებებთან მიმართებაში არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგა, 2012 წლის შემდეგ გაწეულმა შრომამ კი მოიტანა ჰააგაში საქართველოს გამარჯვება

მინდა, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს მივულოცო გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანია, ველოდით, ქრთულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, დიდი ომი, საერთაშორისო სასამართლოში მოიგო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ქართულმა სახელმწიფომ, იუსტიციის სამინისტრომ დიდი მცდელობით,  მეცადინეობით, შრომით მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო.

„ქვეყანაში გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოებისგან. ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ძალიან ცნობილ 16/33 რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს უჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ, იუსტიციის სამინისტრომ დიდი მცდელობით, დიდი მეცადინეობით, დიდი შრომით მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო.

დღეს თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, მაშინ, როდესაც პროკურორმა ჰააგის სასამართლოში დახურა გამოძიება, ბრალდებულები და ეჭვმიტანილები არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებისგანაც, საბედნიეროდ, არცერთი არ წამოადგენს ქართულ სახელმწიფოს, ერთი არის რუსი ეროვნების გენერალი და სამი ოსი ეროვნების.

მხოლოდ მათი დადანაშაულება ნიშნავს, რომ ქრთულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, დიდი ომი, საერთაშორისო სასამართლოში მოიგო. ეს არის მისალოცი ამბავი ქართული სახელმწიფოსთვის.

რაც შეეხება იმას, ვინ შეიტანა წვლილი ამაში – მე შემთხვევით არ მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვითომდა ებრძოდნენ რუსეთს, აკეთებდნენ ყველაფერს, რომ რუსული საქმე ეკეთებინათ. რეზოლუცია არ მიხსენებია შემთხვევით, როდესაც რეზოლუციაში ქართული მხარე და საკუთარი სამხედროები ჩვენი დელეგაციის მიერ დადანაშაულებული იქნა სამხედრო მოქმედებების დაწყებაში და იმავე რეზოლუციის შემდეგ პუნქტში რუსეთის შეტევა მაშინ იქნა მოხსენიებული საპასუხო შეტევად.

რამდენიმე წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოსთვის მტრული ხელისუფლების მიერ დამალული იქნა „ისკანდერის“ ნაწილები. რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების დიდი მეცადინეობა, „ისკანდერის“ ნაწილები ნანახი ვერ იქნებოდა, რომ არ თეა წულუკიანით დაწყებული, რატი ბრეგაძით და იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლით გაგრძელებული, მათი უშუალო დიდი ღვაწლი ამ საქმეში, რომ არა შსს-ს, პროკურატურის დიდი მუშაობა, ჩვენ ამ შედეგეს ვერ მივაღწევდით, რადგან არცერთი რეალური ნაბიჯი, რეალურ მტკიცებულებებთან მიმართებაში გადადგმული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ  2012 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების შრომამ მოიტანა შედეგი, რასაც საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება ჰქვია. ეს არის მისალოცი ამბავი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა.