მამუკა მდინარაძე - ვისურვებდი, მოგვეცეს საშუალება, ასევე სხვა პარტიებმაც ილაპარაკონ, რას გააკეთებენ უკეთესს, ამ დისკუსიაში სიამოვნებით შევყვებით
მამუკა მდინარაძე - ვისურვებდი, მოგვეცეს საშუალება, ასევე სხვა პარტიებმაც ილაპარაკონ, რას გააკეთებენ უკეთესს, ამ დისკუსიაში სიამოვნებით შევყვებით

ვისურვებდი, მოგვეცეს საშუალება ჩვენც და სხვა პარტიებმაც ილაპარაკონ, ჩვენი ქალაქებისთვის, სოფლებისთვის, რეგიონებისთვის, რა უნდათ, რა ხედვები აქვთ, რას გააკეთებენ უკეთესს და უფრო მეტს იმ შესაძლებლობებით, რაც დღეს ქვეყანას აქვს, ამ დისკუსიაში დიდი სიამოვნებით შევყვებით, მაგრამ ამისი მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ხანდახან ამისი საშუალება არც არის, გადართულნი არიან იმაზე, ვინ რა თქვა და ამ დროს, მდინარაძის თქმით, ძალიან ბევრი საქმე კეთდება ქვეყანაში.

„ასეულობით სოფელია, სადაც არც წყალი იყო, არც გაზი, არც გზა და დღეს აქვთ. ეს ხალხი ამას ხედავს; იმიტომაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“. ამაზე რომ გველაპარაკა იმ საარჩევნო კამპანიის პირობებში, რომელიც თვითმმართველობას ემსახურება, საკრებულოს წევრებსა და მერებს ირჩევს, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მეორე მხრიდან არ ველოდებით ამაზე ლაპარაკს. ლეგიტიმაციაზე დაიწყეს ლაპარაკი, გახარიამ გაასწრო „ნაცმოძრაობას“ ლეგიტიმაციაზე საუბრის დროს და სპეკულაციებში. რაღაც საოცარი კამპანიაა დაწყებული იქითა მხრიდან. ახლა გადავლენ სხვა დესტრუქციაზე. თუ მოხდება საოცრება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობთ, რომ ასე გავაკეთებთ და კონკრეტულ საქმეებზე იქნება საუბარი, ამ დისკუსიაში კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით შევყვებით, მაგრამ ამისი მოლოდინი სამწუხაროდ არ არსებობს. ჩვენ ამაზეც ვილაპარაკებთ და პასუხსაც გავცემთ ყველა ჯერზე, როდესაც ისეთ რაღაცებს იკადრებენ, რასაც კადრულობენ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.