მამუკა მდინარაძე - უნდა შევთანხმდეთ, რა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან დაცული იყოს დისტანცია, რათა არ მოხდეს სპეკულაცია
მამუკა მდინარაძე - უნდა შევთანხმდეთ, რა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან დაცული იყოს დისტანცია, რათა არ მოხდეს სპეკულაცია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაინტერესდა, რა მექანიზმი უნდა იქნეს გამოყენებული, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან დაცული იყოს დისტანცია, რათა შემდეგ არ მოხდეს სპეკულაცია.

„მე პირადად, სადაც ვცხოვრობ და ხმას ვაძლევ, იმ ადგილზე, სადაც არის საარჩევნო უბანი, ახლაც რომ მიხვიდეთ, ისეთი მდებარეობა აქვს, არის ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკის წინ არის მაქსიმუმ მეტრნახევრიანი, ან მაქსიმუმ ორმეტრიანი ტროტუარი და გაჩერება. ამ წუთას რომ მიხვიდეთ, რამდენიმე ადამიანი იქნება შეკრებილი და კენჭისყრის დღეს გამორიცხულია, იქ რაღაც ინტერპრეტაციები არ იყოს. ანუ, მე უფრო ვუფრთხი პრაქტიკაში ამ ნორმის მუშაობისას ვინმეს მიერ იმის დაშვებას, რომ მან მოახდინოს და შეძლოს სპეკულაცია და ამაზე იმ დღეს შეიძლება შექმნან ძალიან დიდი ამბავი. მაინტერესებს, ამაზე შემდეგ ან განმარტება უნდა მივცეთ, ან აღმასრულებელ ორგანოს უნდა მივუთითოთ, შევთანხმდეთ? ამაზე კონსენსუსი თუ არ იქნა, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და ჩავწეროთ ახლა, არც იმას ვითხოვ, რომ შევამციროთ შვიდ მეტრამდე, პირობითად რა თქმა უნდა, არც გაზრდაზე, უბრალოდ, არავის აწყობს, გამორიცხულია. ამიტომ, ან ზეპირად უნდა შევთანხმდეთ ამაზე, რომ პარლამენტმა განმარტება გაუკეთოს, რომ პრაქტიკაში ასე უნდა აღსრულდეს ან რაღაც, თორემ ხომ ვითომ შედარებით უმნიშვნელო საკითხია, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და შეიძლება აქილევსის ქუსლიც გახდეს არჩევნების დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.