მამუკა მდინარაძე - უკვე ცნობილი ჩანაწერიდან ზვიად კუპრავას ციტატას წავიკითხავ - „500 კაცს რომ მიაყენებ ცესკო-ს, ჰაერში აწევენ“
„500 კაცს რომ მიაყენებ ცესკო-ს, ჰაერში აწევენ“, – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზვიად კუპრავას ფრაზა ბოლო დღეებში გავრცელებული ჩანაწერებიდან.
„მე წავიკითხავ ახლა ერთ ფრაზას, ციტატას მოვიყვან ბატონი კუპრავასი. ძალიან სამწუხაროა, ამის გაკეთება რომ გვიწევს: „ეს მობილური, გინდა 1 000 კაცი იყოს და გინდა ყველაზე ცოტა, რა გინდა, 500 იყოს, ცოტა კი არ არის. ამ მობილურ 500 კაცს რომ მიაყენებ ცესკო-ს, სიტყვაზე ვიძახი, სადაც არ უნდა იყოს, ჰაერში აწევენ“. ეს არის იმ უკვე ცნობილი ჩანაწერიდან ციტატა, რომელიც ზვიად კუპრავას ეკუთვნის. ჩვენ ამ ჩანაწერები ავთენტიკურობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებთ, მაგრამ თავადვე დაადასტურეს ეს ყველაფერი, რომ მათ ეკუთვნით. მაგალითად, ქალბატონი სამადაშვილის შემთხვევას გავიხსენებდი. ეს ციტატა, ის დესტრუქციული გეგმები, რომელზეც ჩვენ საზოგადოებას წინასწარ ვუყვებოდით და დღეს, ცესკო-სთან განვითარებული მოვლენები ლოგიკურ და ძალიან მარტივ ბმაშია ერთამენთთან, რა განზრახვით არიან ისინი. ძალიან სამწუხაროა, იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, როდესაც ნიკა მელიამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეა საზოგადოებას, თითქოს კონტაქტზე გავიდნენ თალაკვაძე და კობახიძე მათთან, სინამდვილეში პირიქით იყო და საბედნიეროდ ეს ბოკუჩავამ დაადასტურა შემდგომ პირდაპირ ეთერში.
აი, ამ ინფორმაციის გავრცლეების შემდეგ, როდესაც ჩვენმა ლიდერებმა პასუხად უთხრეს მათ, რომ იცით რა, ჩვენ უცხოელი პარტნიორებისგან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ცდილობენ, დააორგანიზონ ჩვენი შეხვედრა და ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ ხდება უკვე რადიკალური ზომების მიღება მათი მხრიდან. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და უპატივცემულობა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მათ შორის მათი განცხადების გაუთვალისწინებლობაზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.