მამუკა მდინარაძე - ტყუილია, როდესაც პირობითობას, პირობით დათქმებს, რომელზეც ევროპარლამენტიდან ჩვენი საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება
მამუკა მდინარაძე - ტყუილია, როდესაც პირობითობას, პირობით დათქმებს, რომელზეც ევროპარლამენტიდან ჩვენი საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება

თითქოს ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი, ტყუილია, როდესაც პირობითობას, პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ, დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს და გამოწვევებს, ამაზეც ბუნებრივია, იყო მსჯელობა. იყო მსჯელობა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც მკითხეთ და ბუნებრივია, საზოგადოებასაც აინტერესებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია დღეს მთელი დღის განმავლობაში, ასევე ჩვენი ოპონენტები წევენ თემას იმგვარად, თითქოს რაღაც ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. პირდაპირ ვიტყვი, გადაჭარბების გარეშე, ეს არის ტყუილი, როდესაც პირობითობას და ვიმეორებ, პირობითობას, პირობით დათქმებს, რომელზეც ჩვენი ძალიან საპატივცემულო კოლეგები საუბრობენ ევროპარლამენტიდან, ამას დაარქმევ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება და ეს არის ძალიან ცუდი, ამას არ უნდა აკეთებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.