მამუკა მდინარაძე - თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედიც გვაქვს და ყველა მონაცემიც
მამუკა მდინარაძე - თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედიც გვაქვს და ყველა მონაცემიც

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ პარტიას თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს რეალური მონაცემები.

„თბილისში პირველივე ტურში გამარჯვების იმედიც გვაქვს და ყველა მონაცემიც. რეალური მონაცემი ამაზე მეტყველებს, კვლევები. მაგალითად, გამოქვეყნდა „გორბის“ კვლევა. ჩვენ ასევე პარტიულ მონაცემებს ვასაჯაროებთ მას შემდეგ, რაც ყველა ბრიფინგზე და ინტერვიუს დროს გვეკითხებოდნენ, რატომ არ აქვეყნებთ პარტიულ კვლევებსო. მერე გამოვაქვეყნეთ და გვეუბნებოდნენ, რატომ გამოაქვეყნეთო. ეს კვლევა არის რეალური და არჩევნებზე ზუსტად ვნახავთ, რეალურია თუ არა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.