მამუკა მდინარაძე – თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით შეიძლება რაღაცები ვიცით, მაგრამ წინასწარ საუბარს არ ვაპირებთ

21:52, 02.04.2021

თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით შეიძლება ჩვენ რაღაცები ვიცით კიდევაც და ამაზე აქამდეც უამრავი კითხვა დაგისვამთ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ ამაზე საუბარს, ამიტომაც იკავებს კომენტარისგან თავს ის ადამიანი, ვინც არის ობიექტი თქვენი კითხვის, ასევე ჩვენ. ყველაფერს აქვს თავისი დრო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონში ბევრი გამოწვევაა და აპირებენ, რომ პრობლემებს ადგილზე გაეცნონ.

„სხდომებზე თბილისის თემებიც იყო განხილული, ასევე იყო რეგიონების საკითხებიც. რაიონებში არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მით უმეტეს პანდემიის ფონზე ბევრი პრობლემაა. ადგილზე ვაპირებთ ამის გაცნობას და უკვე აღმასრულებელ რგოლებთან ერთად ვაპირებთ, ამ თემების გადაჭრაზე უფრო ქმედითად, მეტი დინამიკით საუბარსაც და მოქმედებასაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მსგავსი