მამუკა მდინარაძე - შენს მიწა-წყალზე როცაა საუბარი, სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რამ, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ტერიტორიებს, ენას და სარწმუნოებას
მამუკა მდინარაძე - შენს მიწა-წყალზე როცაა საუბარი, სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რამ, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ტერიტორიებს, ენას და სარწმუნოებას

არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც ენას და არ უნდა დააკნინო ის. როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, ენას და სარწმუნოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა „ფეისბუქ“ პოსტი, სადაც ახსნა, როგორ ებრძვიან მამულს, ენას და სარწმუნოებას.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ყველამ კარგად იცის, მამულთან დაკავშირებით როგორ ხდება ეს ყველაფერი და ამის არგუმენტად გარეჯის საქმეც საკმარისია.

„არსებობს კონკრეტული რუკები, რომელი ტერიტორია შეიძლება იყოს ის ტერიტორია, სადაც სხვა სახელმწიფომ პრეტენზია ვერ უნდა განაცხადოს, ანუ რომელი ტერიტორიაა ჩვენი მტკიცებულებებით და რომელზე ახმოვანებენ სხვაგვარ მესიჯებს. ენასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, ყველაზე მეტად რაც აკნინებს – დაუფარავი ბილწსიტყვაობა, როგორ ებრძვიან დაუფარავად ენას, სარწმუნებას და ეკლესიას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება და ხშირ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროდ, ეს ხდება კონკრეტული სიუჟეტების სახით. ჩვენი ოპონენტები ამასაც არ ერიდებიან. აქედან გამომდინარე, უკვე ყველაფერი ნათელია. ეს არის მთავარი მორალური სტანდარტი, რომ არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც შენს ენას და არ უნდა დააკნინო ის. როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, შენს ენას და სარწმუნოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.