მამუკა მდინარაძე - შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო რეკორდსმენობისთვის, ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია და გაუმარგინალებია
მამუკა მდინარაძე - შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო რეკორდსმენობისთვის, ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია და გაუმარგინალებია

შემიძლია, ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რეკორდსმენია – ასე მოკლე დროში მსოფლიოში პარტია არავის გაუბანძებია და გაუმარგინალებია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ხასიათში ზის საბოტაჟი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ხაბეიშვილმა პარტიულ აქტივს მოუწოდა, ჩამოდით, დავდგეთო და აქციაზე 147 ადამიანი მივიდა. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მათი მრჩეველი რომ ვიყო, არ ვურჩევდი, რასაც აკეთებენ. ის მაინც შეუძლიათ, პარლამენტში მოვიდნენ და ევროინტეგრაციის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. შეუძლიათ, ხალხის თვალში საკუთარი მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოასწორონ, მოგონილ, მაგრამ ე.წ. დეპოლარიზაციაში მაინც მიიღონ მონაწილეობა, ფორმალურად მაინც დაუჭირონ მხარი ევრორეკომენდაციების კანონპროექტებს. იქნებ მათი ამომრჩევლის ნაწილი მაინც შერჩეთ. ასე არავინ შერჩებათ.

სამწუხაროა, რომ დიდი ოპოზიციური პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. ბოიკოტის ბერკეტი გამოიყენება კონკრეტულ თემაზე პოლიტიკური შეხედულების გამო. ესენი ბოიკოტს როგორ გადააქცევენ ხოლმე, იცით? თავის წარმოდგენაში, ვიღაცას შეუძლია, ბოიკოტი დაწეროს და ვინაიდან საპატიოა, წავიდეს სახლში, ხელფასი აიღოს. ჩვენ აქ ვმუშაობთ. რაც უფრო გამარგინალდება „ნაცმოძრაობა“, უკეთესია ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.