მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ

სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ის პიარკამპანიები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება დღეს საქართველოში“.

„თუ ამ ქვეყანაში, ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, ის მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება დღეს საქართველოში, არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებაში. სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება. ბუნებრივია, შტატები არ არის პატარა ქვეყანა და პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ასე მარტივად შეიძლებოდეს „დიფ სთეითისა“ და მისი გავლენების დამარცხება, სხვა დაბალ რგოლებშიც ეს პრობლემები იქნება  დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაწუხებს, ვიდრე სხვა დანარჩენი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ, ჯერ ჩვენმა და მერე კი ბატონო, ვიმეგობროთ ვისთანაც გინდათ, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას იმ გაგებით, რასაც გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია. ეს ჩვენი შეფასებაა. იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითისა“ და არა ამერიკელი ხალხის მსახურება მალე დამთავრდება. სუბიექტურადაც ეს გვაწყობს“, – განაცხადა მდინარაძემ.