მამუკა მდინარაძე - სამი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ გაახმოვანა სწორი პოზიცია, ჩვენ ყველაზე პირველები ვიყავით, ვინც მკაფიო პოზიციის გახმოვანება გავბედეთ და აღმოვჩნდით, რომ მართლები ვიყავით
მამუკა მდინარაძე - სამი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ გაახმოვანა სწორი პოზიცია, ჩვენ ყველაზე პირველები ვიყავით, ვინც მკაფიო პოზიციის გახმოვანება გავბედეთ და აღმოვჩნდით, რომ მართლები ვიყავით

სამი წლის წინ, დღევანდელ დღეს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ, ვაჟკაცურად და სწორხაზოვნად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ერთადერთი სწორი პოზიცია გაახმოვანა, როგორც ამ ქვეყნის ლიდერმა. ამას ამბავი მოჰყვა – ქართველობის მრცხვენია და ა.შ. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დადასტურდა, რომ ღარიბაშვილის სიტყვები, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, გათვლები, პოლიტიკური სვლები და მმართველი პოლიტიკური გუნდის გათვლები და სვლები აბსოლუტურად სწორი იყო.

„იცით, სატრაბახო რა გვაქვს? არამხოლოდ გადარჩენა მოვახერხეთ, ფიზიკური გადარჩენის პარალელურად, მოვახერხეთ ისეთი ეკონომიკური წინსვლა, რომ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ურთულესი მისია იყო, სწორი პოლიტიკური პოზიცია აგერჩია და, მეორე მხრივ, ბეწვის ხიდზე ისე გაგევლო, რომ ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფილიყო. დღეს ყველა წინადადებაში, ამერიკისგან განსაკუთრებით, ჩანს, რამდენად მართლები ვიყავით სამი წლის წინაც და დღესაც, როცა ვამბობდით, რომ უმთავრესი მიზანი მშვიდობა იყო. როცა ამაზე ვლაპარაკობდით, მაშინ არავინ საუბრობდა. რამდენიმე ქვეყანა იყო ევროპაში, რომელიც ამას ბედავდა – უნგრეთი, სლოვაკეთი და ა.შ. ჩვენ ყველაზე პირველები ვიყავით, ვინც ყველაზე მკაფიო პოზიციის გახმოვანება გავბედეთ და აღმოვჩნდით, რომ მართლები ვიყავით“, – განაცხადა მდინარაძემ.