მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, ის იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა
მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, ის იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა

სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, ის იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვა ეხებოდა, რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ვიზიტისგან.

„ქალბატონი სალომეს მაგივრად წინასწარ როგორ ვილაპარაკო, როდესაც ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ და ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, საბოლოო ჯამში, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.