მამუკა მდინარაძე - ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად
მამუკა მდინარაძე - ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად

ჩვენ ვიხილეთ თავდასხმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე, რომელიც აქამდე არ მოუფიქრებიათ არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც კი. სამხარაულის ეროვნულ ბიუროზე თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ დაეჭირა თავის მართლების პოზიცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად“.

„საერთოდ არავინ ფიქრობდა არც კოკაინზე, არც მსგავს საკითხებზე. ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად. ახლა სადღაც უცხოეთში აპირებენ ბანკებით სირბილს, როგორც ის ამბობს. საქართველოში თურმე უხერხული ყოფილა და უცხოეთში კარგია ბანკებით სირბილი, როდესაც ყველაზე ობიექტური ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი არასდროს გამხდარა თავდასხმის ობიექტი, გახდა მხოლოდ მისი მხრიდან. ესეც ძალიან უხერხულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.  გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ჩააბარებს თმის ანალიზს, რომელიც ყველაზე უტყუარია.