მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი მიუღებელი მხოლოდ საზოგადოების დიდი ნაწილისა და მმართველი გუნდისთვის კი არ არის, მიუღებელია ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილისთვის
სააკაშვილი მიუღებელი მხოლოდ საზოგადოების დიდი ნაწილისა და მმართველი გუნდისთვის კი არ არის, მიუღებელია ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილისთვის, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტირებისას.
„პირველ რიგში, დავიწყებ მისი დამოკიდებულებებიდან სამართალდამცველების მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც დააპირებს, რომ ასე გაილაშქროს პოლიციელზე. პოლიციელი არის გმირი და პოლიციელს იმის პარალელურად, რომ ყოველდღიურად უწევს დიდი სამუშაოს შესრულება, უწევს ტყვიისთვის შუბლის მიშვერა და უამრავი გმირობის ჩადენა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამის პარალელურად ახერხებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს დღეს ქუჩაში მიმდინარე პროცესებს და აღკვეთოს ყოველგვარი პროვოკაცია და შემდეგ მათ ოჯახებზე მიმართვები, ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება არის ძალიან ცუდი. ამ ადამიანებს თავი დაანებონ და ოჯახის წევრებზე ისაუბრონ სხვაგან, ვისთანაც ეს გასდიოდათ თავის დროზე, თუ გასდიოდათ ისიც.
თუ აკვირდებით ბოლოდროინდელ ტენდენციას, მიხელ სააკაშვილი მიუღებელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და მმართველი გუნდისთვის კი არ არის მხოლოდ, გახდა ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილისთვის. მათ განცხადებებს დააკვირდით, რამდენად არ არიდებენ თავს სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებას ან პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არ ზის ახლა ქვეყნის ინტერესებში, მხოლოდ და მხოლოდ დისონანსის შემომტანია, თუნდაც მათ მოქმედებებში“, – განაცხადა მდინარაძემ.