მამუკა მდინარაძე - რაზეც გვეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, მათ შორის მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს
მამუკა მდინარაძე - რაზეც გვეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, მათ შორის მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს

რაზეც გვეუბნებოდნენ, თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვას გამოეხმაურა.

„ბოლო სამი წელი რაზეც გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენ მიერ „მოგონილ“ ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვისას განაცხადა: „აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი“. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა: „ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ“. მათ შორის, საინაუგურაციო სიტყვისას დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე, ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება“.