მამუკა მდინარაძე - რამდენიმე შიდა ჯგუფი მსჯელობს, რა მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს, ამის გაფიქრებასაც არავის ვურჩევ, რადგან მძიმე პასუხს მიიღებენ
მამუკა მდინარაძე - რამდენიმე შიდა ჯგუფი მსჯელობს, რა მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს, ამის გაფიქრებასაც არავის ვურჩევ, რადგან მძიმე პასუხს მიიღებენ

გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე შიდა ჯგუფი სერიოზულად მსჯელობს, რა შეიძლება მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს, რადგან ქვეყანაში არ არის ისეთი ფონი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში, საპროტესტო აქციებისას იყო, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მდინარაძეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციაზე დაუსვეს კითხვა.

„ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში. ამის გაკეთებას არავის ვურჩევ. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე, გაფიქრებასაც არ ვურჩევ, რადგან ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ და არ მგონია, ეს პასუხი, სამართლებრივი რეაგირება რომელიმე მათგანს მოეწონოს. რამის გაპროტესტება თუ უნდათ, გააპროტესტონ, ოღონდ კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ, ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი რჩევა. არჩევნებსაც ჩაატარებს ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და ქართული, უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო, კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.