მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, რამე ან ვინმე თუ არ მოეწონებათ, არქმევენ რუსულს, რაც მდაბიო პიარკამპანიაა, ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ აგრესიას
მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, რამე ან ვინმე თუ არ მოეწონებათ, არქმევენ რუსულს, რაც მდაბიო პიარკამპანიაა, ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ აგრესიას

რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის ეკლესიისა და საკუთარი ქვეყნის მტრებს, რამე ან ვინმე თუ არ მოეწონებათ, არქმევენ რუსულს. ეს არის ყველაზე მდაბიო პიარკამპანია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ეკლესიის წარმომადგენლის „ფეისბუქ“ პოსტზე რეაქციებით გამოჩნდა ფსევდოლიბერალების აგრესია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეიფუთება ფსევდოლიბერალური აგრესია.

„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის ეკლესიისა და საკუთარი ქვეყნის მტრებს, ყველა შემთხვევაში ნამდვილად არ ელანდებათ რუსეთი, თუმცა პიარში მეტი ფანტაზიის უნარი უკვე აღარ აქვთ. რამე ან ვინმე არ მოეწონებათ, დაარქმევენ რუსულს. ეს არის ყველაზე მდაბიო პიარკამპანია. მთელი მათი ხაზია — თუ ვინმე არ მოგწონს, პირდაპირ დაარქვი რუსეთის და რუსული. მათ შორის არის ეკლესიაც, აყენებენ უდიდეს შეურაცხყოფას, პირდაპირ ებრძვიან.

ეკლესიის წარმომადგენელმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა „ფეისბუქ“ პოსტი, თავისი ნააზრევი და, ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, სინამდვილეში კი, ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარეში, ამ პოსტზე რეაქციებში, იმის გამო, როგორ გაბედა საპატრიარქოს წარმომადგენელმა თავისი აზრის დაფიქსირება.

ალბათ წლების წინ ვერც კი წარმოიდგენდით, თუ, მათი გაგებით, ლიბერალიზმი, წარმოადგენდა ყველაზე აგრესიული რიტორიკის საფუძველს, ეს არ არის ლიბერალიზმი და, მითუმეტეს, ეს არ არის არც ჰუმანური მიდგომა, არც ტოლერანტული, არც თავისუფალი აზრის პატივისცემა, არც გამოხატვის და ა.შ. ეს არის ფსევდოლიბერალური აგრესია, ეს არის მათი ქმედების სათაური და მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი და შენი ქვენის, როდესაც თავს ესხმი თავისუფალ სიტყვას, აზრს, ეკლესიას.

მგონი, პირველად არ გაუგიათ არც მათ და არც ჩვენ ის, რაც თქვა იმ კონკრეტულმა ადამიანმა, საუბარია საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელზე, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ აგრესია, ზიზღი, სიძულვილი შობს ახალ აგრესიას, ზიზღს, დაგმო ქალის მიმართ ძალადობა და საპატრიარქოს განცხადებაც მსგავს ლეგიტიმურ, მორალურად სწორ მიზნებს ემსახურებოდა. თუკი ვინმე გააკრიტიკა რომელიმე წარმომადგენელმა, ეს მასზე თავდასხმის საფუძველი არ არის. კრიტიკა არ გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა დაესხა თავს და, მითუმეტეს, რუსეთის აგენტი ეძახო. ეს, უბრალოდ, ეკლესიის სიძულვილი, მტრობა და, შესაბამისად, შენი ქვეყნის სიძულვილი და მტრობაა. დაიმახსოვროს ყველამ, რომ ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ ფსევდოლიბერალურ აგრესიას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.