მამუკა მდინარაძე - თუ გინდა, „ქართული ოცნების“ გუნდი დააზიანო, უპირველესად იცი, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა დაარტყა, ეს გააკეთა გიორგი გახარიამ გუშინ
მამუკა მდინარაძე - თუ გინდა, „ქართული ოცნების“ გუნდი დააზიანო, უპირველესად იცი, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა დაარტყა, ეს გააკეთა გიორგი გახარიამ გუშინ

ირაკლი კობახიძის მიმართ თავდასხმას აქვს რამდენიმე მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ თუკი ოდნავ მაინც იცნობ „ქართული ოცნების“, ამ პარტიის შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, უპირველესად უნდა დაარტყა ირაკლი კობახიძეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს აქვს საუკეთესო მენეჯერის ბერკეტი.

„ირაკლი კობახიძის მიმართ თავდასხმას აქვს რამდენიმე მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ თუკი ოდნავ მაინც იცნობ „ქართული ოცნების“, ამ პარტიის შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, უპირველესად უნდა დაარტყა ირაკლი კობახიძეს. არა მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ლიდერს ამ პარტიისას, არამედ როგორც მენეჯერს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ პარტიაში და იმ პარტიულ შიდა სამზარეულოში, რომელსაც მენეჯმენტი ჰქვია. „ქართულ ოცნებაში“ ეს მენეჯმენტი ბოლო წლებია, მისი აღმასრულებელი მდივნობის დროსაც და მით უმეტეს ახლაც, მისი პარტიის ხელმძღვანელობის დროსაც, აგებულია მთლიანად ირაკლი კობახიძეზე და მას აქვს ის ბერკეტი, რასაც ჰქვია საუკეთესო მენეჯერის ბერკეტი. ამიტომ, თუ გინდა დააზიანო „ქართული ოცნების“ გუნდი, თან თუ იცნობ შიდა სამზარეულოს, უპირველესად იცი, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა დაარტყა და ეს გააკეთა მან გუშინ. გარდა ამისა, სხვა მიზეზებიც არის, ამაზე მეტს ვილაპარაკებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი