მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური აქტივობებით დაკავებული მედიასაშუალებები ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს, შესაბამისი იქნება ურთიერთობაც
მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური აქტივობებით დაკავებული მედიასაშუალებები ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს, შესაბამისი იქნება ურთიერთობაც

მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკური, და არა ჟურნალისტური აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს, შესაბამისი იქნება ურთიერთობაც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და დგამს პოლიტიკურ პერფორმანსებს.

„დაუშვებელია, ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფორმანსებს.

შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს. შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

დატოვე კომენტარი