მამუკა მდინარაძე - პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმაც შეიძლება, შემაკავებელი ფაქტორი იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმაც შეიძლება, შემაკავებელი ფაქტორი იყოს.
მდინარაძის თქმით, ჯარიმის თანხის ოდენობაზე მმართველმა გუნდმა იმსჯელა.
„შემოთავაზებული იყო პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 50 ლარიანი ჯარიმა. მაგრამ, როცა გუნდმა ამ თემაზე იმსჯელა, მიიჩნია, რომ 20-30 ლარის ფარგლებში ჯარიმა აბსოლუტურად რელევანტურია და პრევენციულ მიზნებს უზრუნველყოფს.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, არამედ – პრევენცია და საფრთხის თავიდან აცილება, შესაბამისად, ჯარიმის შედარებით მცირე რაოდენობა ამ პრევენციას უზრუნველყოფს და მოქალაქეებისთვისაც შემაკავებელი ფაქტორი შესაძლებელია 20 ლარიც კი იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.