მამუკა მდინარაძე პარლამენტის ბიუროს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხებზე დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს
მამუკა მდინარაძე პარლამენტის ბიუროს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხებზე დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის ბიუროს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

აღნიშნული მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია 16 წევრით დაკომპლექტდება.

კომისიას უფლებამოსილების ვადა პირველ მარტს ამოეწურა, რომელსაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გედევან ფოფხაძე ხელმძღვანელობდა.