მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას არა მხოლოდ ჩვენ მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტზე თანხმობა მოუწევს, არამედ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერაც
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას არა მხოლოდ ჩვენ მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტზე თანხმობა მოუწევს, არამედ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერაც

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ მხარს დაუჭერს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს, არამედ მოუწევთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

„ოპოზიციას არა მხოლოდ ამნისტიაზე დათანხმება, არამედ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს.

რაც შეეხება, თუ რატომ არ ეთანხმებიან ჩვენ მიერ წარდგენილ კანონპროექტს – მხოლოდ იმისთვის, რომ ნიკა მელია თან წინააღმდეგი იყო ამნისტიის, შარლ მიშელის შეთანხმების და თან რომ შეეხოს ამნისტია, ამაზე არის დარაზმული მთელი ოპოზიცია. მეტი არაფერი ხდება განსაკუთრებული. ნიკა მელიამ კეთილი ინებოს და კი არ დაეთანხმოს, პოზიციაც კი არ დააფიქსიროს და ამ შემთხვევაში, ამნისტია შეეხება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი