მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ზუგდიდში პროვოკაციულ ფონს ქმნის, რაც შეიტყვეს, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად იმარჯვებს
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ზუგდიდში პროვოკაციულ ფონს ქმნის, რაც შეიტყვეს, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად იმარჯვებს

პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდში, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავამჯდმარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ზუგდიდში არჩევნებს „ქართული ოცნების“ მერობის კანიდატი იგებს, პროვოკაციებს ქმნის.

„პროვოკაციული ფონი აშკარად არის ზუგდიდიში და ამისთვის,  რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანის გადაყვანა მოუწიათ ზუგდიდში. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და მოვუწოდებ,  მიშა სააკაშვილის ხუშტურებს ნუ აყვებიან და ამ ხუშტურების შესრულებაზე ნუ მოიკლავენ თავს, რადგან შეიძლება ეს სისხლის სამართლის საქმეში გადაიზარდოს. ასეთი ფონია შექმნილი. ასეული ნასამართლევი პირია იქ ჩაყვანილი ასევე ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ეს ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ეს ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს, მთავარია ისინი ქმნიან პროვოკაციულ ფონს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ჩვენი კანდიდატი იმარჯვებს დამაჯერებლად და ამისი გამორიცხვა უნდათ ამ არჩევნების ჩაშლის მცდელობით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასეთ პროვოკაციულ ქმედებებებს პასუხი გაეცემა. არჩევენები კი,   მშვიდ ვითარებაში ჩატრადება.