მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მას მხარს უჭერენ
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მას მხარს უჭერენ

ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, პრაქტიკულად, ეს არის. ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა ჰქონდეს, გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობასა და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება თუ დანაშაულის ორგანიზატორებსაც გამოავლენს, კარგი იქნება.

„ეს ადამიანი ცდილობდა პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ბუნებრივი ემოცია, მოთხოვნაა, რომ, დიახ, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, თუ გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულებები და შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებზეც გავიდეს. ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და ვინც, ერთი მხრივ, ეფარება კონკრეტულ ადამიანს და, მეორე მხრივ, ცდილობს, თავის გადარჩენის მიზნით, მას მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა მდინარაძემ.