მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ომის პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“!
ამ დრომდე არ წყდება ჰიბრიდული ომი და შანტაჟის მცდელობები „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობის“ და მათი ლობისტების მხრიდან ერთადერთი მიზნით: საქართველო ჩაერთოს ომში.
მათი ყველა გზა ომში მიდის, ოღონდ საკუთარი სამშობლოს გაწირვის ხარჯზე!
ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყველა გზა კი მშვიდობის, მშვიდობიანი დეოკუპაციის და განვითარების გზაა!“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.