მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ბუნებას ვერ იცვლის, როგორც თავის დროზე უვარდებოდნენ სახლებში და ოჯახებს აწიოკებდნენ, იგივე სტილი აქვთ
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ბუნებას ვერ იცვლის, როგორც თავის დროზე უვარდებოდნენ სახლებში და ოჯახებს აწიოკებდნენ, იგივე სტილი აქვთ

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის ბუნებას ვერ იცვლის, როგორც თავის დროზე უვარდებოდნენ სახლებში, ოჯახებში და აწიოკებდნენ, იგივე სტილი აქვთ, უბრალოდ, იმის ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, რომ სახლებში შეუვარდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „„ნაცის“ ბუნება არის, რომ შეუვარდეს ვიღაცას, ცოლ-შვილი დაუწიოკოს და რაღაცნაირად გავლენა მოახდინოს ოჯახზე და არა პოლიტიკოსებზე“.

„ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ იჭერდნენ. მე პირადად, ჩემი პირადი საადვოკატო გამოცდილებიდან მახსოვს კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვინმეს გინახავთ და მოგისმენიათ. ყოველ მეორე ქეისში შევარდნისა და დაწიოკების ამბები გვხვდებოდა. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები გვეხვეწებოდნენ, რომ ამის შესახებ უბრალოდ არ გვესაუბრა, რათა არ მოეკლათ და ცოლ-შვილი არ დაეწიოკებინათ. ამ ბუნების ხალხი დღესაც უვარდება პოლიტიკოსებს, თაბამდებობის პირებს, ეს კომიკური ხალხი. ამავდროულად, ხაბეიშვილი რომ ვიღაცას მიუვარდება, თავის სადარბაზოში სიარულის ეშინია და სხვის სადარბაზოში აქვს დიდი გული. წარმოიდგინეთ, თავიანთ სადარბაზოში დადიან შეშინებული და სხვის სადარბაზოში კამერების წინ აქვთ დიდი გული, პარადოქსია. ეს კომიკური ხალხი უვარდება ვიღაცებს და ამ დროს ბუნებით „ნაცები“ არიან, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. „ნაცის“ ბუნება არის, რომ შეუვარდეს ვიღაცას, ცოლ-შვილი დაუწიოკოს და რაღაცნაირად გავლენა მოახდინოს ოჯახზე და არა პოლიტიკოსებზე. მივიდნენ კანცელარიასთან, სადაც უნდათ, რაც უნდათ, გააკეთონ, მათი პერიოდისგან განსხვავებით, მათი გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, შეუზღუდავია. ოჯახებს თავი დაანებონ, ცოტა ფრთხილად იყვნენ ამ საკითხთან მიმართებაში. არც მორალში ჯდება, არც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის მენტალობაში ჯდება და არაფერში. ეს მართლა მასხარა ხალხი რაღაც ვაჟკაცობაზე თავს ნუ დებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.