მამუკა მდინარაძე - პარტიული აქტივისტებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ, ნუ აყვებით მდარე პროვოკაციას
მამუკა მდინარაძე - პარტიული აქტივისტებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები, ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ, ნუ აყვებით მდარე პროვოკაციას

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები.

მისივე თქმით, მხარდამჭერს მოუწოდებს, ნუ აყვებიან მდარე პროვოკაციას.

„რაც შეეხება უშუალოდ შეკრებას, მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან, ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები. ეცდებიან, შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების დაცვა, განვითარება თუ სამართლიანობა, შემოგვიერთდით და ყველას ერთად ვუჩვენოთ, სად, რომელი ღირებულებების მხარეს დგას ჩვენი ქვეყანა და ქართული საზოგადოება. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.