მამუკა მდინარაძე - მითია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს
მამუკა მდინარაძე - მითია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს

საბიუჯეტო თანხების კონცენტრაცია უნდა მოხდეს, რომ ქუთაისელებმა პარლამენტის თბილისში გადასვლის გადაწყვეტილების ნეგატიური მხარე არ იგრძნონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, მითია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას რამე განსაკუთრებული ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

„თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება პარლამენტის დასასუტებლად მიიღო. მაშინ, როცა კონსტიტუციიდან დაწყებული რეგლამენტით დასრულებული, პარლამენტის გაძლიერებას ვფიქრობთ, ლიგიკური გადაწყვეტილებაა, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთ ქალაქში იყოს. პრეცედენტს ვერ ნახავთ, როცა ხელისუფლების ეს ორი შტო სხვადასხვა ქალაქშია გაბნეული, რაც პრაქტიკაში ბევრ ნიუანსში ქმნის პრობლემებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, დეპუტატის თქმით, საუბარია პოლიციური ჰაბის მოწყობაზე, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება.

პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი, შს სამინისტროს გადაეცემა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო თბილისში საქმიანობას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს.

დატოვე კომენტარი