მამუკა მდინარაძე – სააკაშვილი, ვიდრე შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა, ახლა ამის საშუალება აღარ აქვს და მოინდომა, პოლიტიკურად მოკლას
გვამების ხსენებას თავი დაანებონ, რეალობაზე იფიქრონ , – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადება.
საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან არავინ შესულა საქართველოს პარლამენტში ოთხი გვამის გარდა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ადგილი აღარ არის.
„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა და ბულინგზე მეტი. ვიდრე მას შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა მოინდომა, რომ პოლიტიკურად მოკლას. ფიზიკურად მკვლელობის საშუალება აღარ აქვს. ამ გვამების ხსენებას თავი დაანებონ, რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, თქვენ რომ მისი ნათქვამი არ გეხსენებინათ ჩემთვის, მაგრამ ის დიდი ხანია, პოლიტიკური გვამი გახდა. ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ, რადგან წარმოუდგენელი ტერმინოლოგიაა, მხოლოდ მას შეუძლია, თქვას. მის საპასუხოდ ვამბობ მხოლოდ. ფიზიკური მკვლელობებიდან პოლიტიკური მკვლელობის მცდელობაზე გადავიდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.